Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

18/10/2020 07:13:51 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, ინფექციური სავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის მონაცემებით, გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება.

თბილისი – 471

აჭარა – 343

იმერეთი – 211

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 45

შიდა ქართლი – 37

ქვემო ქართლი – 39

გურია – 18

სამცხე–ჯავახეთი – 14

მცხეთა–მთიანეთი – 13

კახეთი –11

"დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც – ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა",– განაცხადა ენდელაძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელებას აქტიური სახე აქვს:

"საქართველოში ძალიან აქტიური გავრცელებაა და აუციელებელია, რეგულაციების დაცვა".

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ჩატარდა 11 185 ტესტი.

უნდა აღინიშნოს, რომ 22 საათის განმავლობაში 1192 შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

ცნობისთვის: პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 17477 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 8060 პირი გამოჯანმრთელდა, 136 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S