
ენდელაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას საგანგაშოდ აფასებს
18/10/2020 07:22:56 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საგანგაშოა.
"საგანგაშოა – უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და რაღაცნაირად მივიღოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები და დავინდოთ ყველა",– განაცხადა ენდელაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისი შეფასებით, ვირუსის გამოვლენის მაჩვენებლები მოწმობს რომ COVID-19 ქვეყანაში აქტიური გავრცელების ფაზაშია.
"დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც – ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა",– განაცხადა ენდელაძემ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.
ენდელაძე ვარაუდობს, რომ საწოლფონდის პრობლემა არ დგას, რადგან ძალიან ბევრი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია და მათი ბინაზე მკურნალობაა შესაძლებელი.
დღეს მთავარი რეკომენდაციებია: პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეშიც თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, დისტანციის და ჰიგიენის დაცვა.