
ენგურის ხიდი პენსიონერებისთვის გაიხსნა
18/10/2020 09:30:34 კონფლიქტები
8 თვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი პენსიონერებისთვის და სოციალური შეღავათების მიმღებთათვის გახსნა,– იუწყება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, ე.წ. საზღვარი 16 ოქტომბერს გაიხსნა. მოქალაქეები საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ეგიდით კვირაში სამჯერ შეძლებენ - ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.
ცნობისთვის: ადმინისტრაციული საზღვარი 14 მარტს დაიხურა.