კახეთში მოზარდს სასტიკად გაუსწორდნენ

18-10-2020 13:36:41 ადამიანი და კანონი

კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ნაცემი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე აცხადებს, 17 წლის ბიჭი კლინიკაში კახეთიდან გადმოიყვანეს. მას სახის ძვლების მრავლობითი და წვივის მოტეხილობა აღენიშნებოდა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

"16 ოქტომბერს საღამოს, კავკასიის მედიცინის ცენტრში კახეთიდან გადმოიყვანეს 17 წლის კაცი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და წვივის მოტეხილობა. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა სახის ძვლებზე და წვივის ძვლის ოსტეოსინთეზი.

პაციენტი ამჟამად განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში, მდგომარეობა სტაბილურია",-ამბობს კლინიკის დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 19 წლის ბიჭმა თანასოფლელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები