Accentnews.ge
პარლამენტში ხმაურია: დეპუტატები ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობენ

პარლამენტში ხმაურია: დეპუტატები ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობენ

26/06/2019 05:35:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში, სადაც საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომა იმართება, ხმაურია. სხდომა დებატებისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომა დილით ადრე დანიშნეს, რათა ნიკა მელია 12:00-13:00 საათისთვის უკვე დაიჭირონ.

„გადაგვიყვანეს ბიძინას რეჟიმში. ხუთი დღე გვქონდა შსს-ს რეჟიმი, დღეს უკვე ბიძინას რეჟიმი დაიწყო. როდესმე ყოფილა რომ დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“ დაუჭერიათ ან არ დაუჭერიათ მხარი იმის მიხედვით, რას ფიქრობენ. ეს არის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს დაუჭერენ მხარს, რასაც ბიძინა ეტყვის. ხვალ რომ შემოვიდეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საქართველო აღარ უნდა ერქვას, ამასაც დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის დეპუტატ ილია ნაკაშიძეს მიმართა: „სარკეში ჩაიხედე და შეგრცხვეს შენი თავის. მონებო“.

"გადაწყვეტილების მიღების უამრავი ფორმა არსებობს. მაგალითად, 37 წელს, სამკაციანი სხდომა იმართებოდა და სიკვდილს უსჯიდნენ ადამიანებს. იგივეს აკეთებთ თქვემ, ცდილობთ მანდატი მოუხსნათ საქართველოს ისტორიაში პირველად დეპუტატს იმისთვის, რომ დაიჭირონ",– განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში დღეს უნდა იმსჯელონ. საკითხის გა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S