Accentnews.ge
"ლელოს" რამდენიმე თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა

"ლელოს" რამდენიმე თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა

18/10/2020 11:47:49 საზოგადოება

პარტია "ლელო საქართველოსთვის" რამდენიმე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. საუბარია იმ პირებზე, ვისაც მამუკა ხაზარაძესთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა. როგორც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, კონტაქტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

"თვითიზოლაციაშია ყველა, ვისაც ბოლო დღეებში მამუკა ხაზარაძესთან კონტაქტი ჰქონდა. ესაა ძალიან პატარა ჯგუფი. ტესტებს გავიკეთებთ დღესვე და შესაბამის ინფორმაციას გავასაჯაროებთ. დღესვე ლელოს ყველა ოფისში, რეგიონული თუ ცენტრალური, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები",-აცხადებენ პრესსამსახურში.

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. მან განმეორებითი PCR ტესტი 48 საათში უნდა გაიკეთოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S