ენმ: "ბოლნისში მანქანას, რომელშიც ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ, ესროლეს"
19/10/2020 14:17:14 სამართალი
ბოლნისში, ავტომობილს, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ ესროლეს, –ამის შესახებ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
კახა ოქრიაშვილის თქმით, "მანქანას ესროდნენ დამიზნებით".
"სოფელ ნახიდურში ჩვენი შტაბის წევრს ახალგაზრუდლის ხელძღვანელს თავს დაესხნენ ორი მანქანით. პრაქტიკულად, ვიცით, ვინც არიან, რომლებმაც შეაჯახეს მანქანა, უნდოდათ, რომ ეს გადავარნილიყო გვერდზე. რამდენჯერმე შეეჯახნენ, მანქანას ესროდნენ დამიზნებით და ავტომობილს აქვს ეხლა ერთი ნატყვიარი", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.


