
სოხუმში რუსეთის მობილური სამხედრო ჰოსპიტალის ავტოკოლონა ჩავიდა
19/10/2020 15:36:23 კონფლიქტები
ბუდიონოვსკის (რუსეთი) მობილურმა სამხედრო ჰოსპიტალმა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად გაიგზავნა, სოხუმში ჩააღწია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაში შედის 113 სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.
გარდა ამისა, ყირიმიდან აფხაზეთში ჩავიდა “შავი ზღვის ფლოტის საჯარისო კორპუსის დაცვის თავისუფალი რაზმი” სპეცავტოტექნიკით, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში უკვე იყო ჩასული ოკუპირებულ რეგიონში და მონაწილეობა მიოღო სადეზინფექციო სამუშაოებში.
«Апсныпресс»-ის ცნობით, სოციალური ობიექტების დამუშავება 21 ოქტომბერს დაიწყება.
- ეპიდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე აფხაზეთში სულ 2903 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, მათგან 107 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა. დღედმდე გარდაცვლილია 28 პაციენტი, მათგან ერთი – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
- მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები ბოლო დღეებში უკვე მასობრივად გადმოჰყავთ ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში.
- აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა რუს კოლეგას სამხედრო ჰოსპიტალის ორგანიზების თხოვნით 12 ოქტომბერს მიმართა. წინასწარი ინფორმაციით, მას სოხუმის პანსიონატ “აიტარის” ტერიტორიაზე მოაწყობენ.