![დონალდ ტრამპი: «სომხები კარგი ხალხია. ჩვენ ვმუშაობთ» [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/2b837e87-4632-4e22-9621-844668ebc110_cx0_cy10_cw0_w1023_r1_s.jpg)
დონალდ ტრამპი: «სომხები კარგი ხალხია. ჩვენ ვმუშაობთ» [ვიდეო]
19/10/2020 15:56:01 კავკასია, მსოფლიო
ნევადაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “სომხები კარგი ხალხია”.
«ჩვენ ვნახეთ ბევრი სომეხი, განსაკუთრებით - კალიფორნიაში. მათ ლამაზი დროშები ეკავათ. მადლობა! სომხები კარგი ხალხია. ისინი არიან ძლიერი ბიზნესმენები, დიდი მეწარმეები. უნდა ვთქვა, რომ თქვენს ქვეყანაში ძლიერი სულია, სომეხ ხალხს აქვს ძლიერი სული თავისი ქვეყნისათვის. ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ საკითხებზე», – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ტრამპის მხარდამჭერი სომხები პრეზიდენტის კორტეჟს კალიფორნიაში სომხური დროშებითა და პლაკატებით “აღიარე არცახი [მთიანი ყარაბაღი – რედ.]” დახვდნენ.
ტრამპის მეტოქემ – დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა მისი ადმინისტრაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში პასიურობის გამო.
«27 სექტემბრიდან – საბრძოლო მოქმედებების განახლებიდან არც პრეზიდენტ ტრამპს. არც სახელმწიფო მდივან პომპეოს დაურეკიათ სომხეთის და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისთვის», – აღნიშნა ბაიდენმა.