Accentnews.ge
თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

19/10/2020 17:41:16 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მის საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებასა და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების ექვსიდან რვა წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S