
“ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც გაბედავს რაიმე ანტიკონსტიტუციურს, ყველა დაისჯება, მაგრამ მელიას და ვასაძის ქმედებებს შორის განსხვავებას ვერ ხვდებით?“
26/06/2019 06:38:28 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
“ნებისმიერი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც გაბედავს სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, კანონსაწინააღმდეგოს და ანტიკონსტიტუციურს, ყველა, განურჩევლად მათი გვარისა, თუ პოლიტიკური გემოვნებისა, აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. განსხვავება არის ის, რომ ამ ვაჟბატონმა, მელიამ პირდაპირ გაახმოვანა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მათი გეგმა. ამ ადამიანმა და სხვებმა მასობრივ ძალადობას ორგანიზება გაუწიეს, ნუთუ, განსხვავებას ვერ ხვდებით? რაც შეეხება ბატონ ვასაძეს, მე, როგოც ვიცი, ამაზე სამინისტრომ პრევენციული რეაგირება მოახდინა და იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ლევან ვასაძე თუ სხვა, ნებისმიირი მოქალაქე, თუ კონსტიტუციას გასცდება, აბსოლუტურად თანაბრად იქნება განხილული და რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან".
"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.