Accentnews.ge
პოლიცია აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს

პოლიცია აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს

20/10/2020 08:22:42 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლები მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა პერიმეტრზე - სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ.

შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S