Accentnews.ge
მთავრობა მოქალაქეთა ნაწილზე 200–ლარიანი დახმარების გაცემას სავარაუდოდ, კვლავ გააგრძელებს

მთავრობა მოქალაქეთა ნაწილზე 200–ლარიანი დახმარების გაცემას სავარაუდოდ, კვლავ გააგრძელებს

20/10/2020 12:10:53 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

მთავრობა მოქალაქეთა ნაწილზე 200–ლარიანი დახმარების სავარაუდოდ, კვლავ გააგრძელებს.

ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებიდან ირკვევა, რომელიც მან პრემიერ–მინისტრსა და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე ახსენა, რომ ეს გაგრძელდება და მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას აპირებს, არამედ იქნება ახალ ღონისძიებათა პაკეტიც. ჩვენ ყველას გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, მას განგრძობითი ხასიათი აქვს და ა მიტომ ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ვფიქრობ, ეს ძალიან რაციონალური და სწორია", – განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მათ, ვინც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში მოუწია გასვლა, სახელმწიფო 1200-ლარიანი კომპენსაციით დაეხმარებოდა. მოქალაქეების ამ კატეგორიაზე კომპენსაცია მარტიდან 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით გაიცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S