Accentnews.ge
ქუთაისის აეროპორტს 12 ახალი ავიამიმართულება დაემატა

ქუთაისის აეროპორტს 12 ახალი ავიამიმართულება დაემატა

26/06/2019 07:04:12 ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტს 12 ახალი ავიამიმართულება დაემატა.  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია WizzAir-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოვაწერეთ კომპანია WizzAir–თან 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას", – განაცხადა თურნავამ. 

შეთანხმების თანახმად, ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში :ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

მინისტრის განცხადებით, ეს რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შედეგი.

“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S