
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
21/10/2020 05:43:42 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამძიმდა და ორმხრივი პნევმონია განუვითარდა.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 305 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 2 ადამიანი.