წალენჯიხაში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
21/10/2020 06:22:28 სამართალი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


