ლაგოდეხში ქალი დაჭრეს
21/10/2020 09:52:51 სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა, რის შემდეგაც მას თავდამსხმელმა ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


