შეიარაღებულ პირს ზუგდიდის ცენტში მძევლები ჰყავს აყვანილი
21/10/2020 10:30:23 სამართალი
ზუგდიდში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ადგილზე სამართალდამცველები და სპეცრაზმია მობილიზებული.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, არსებული ინფორმაციით, შენობაში იმყოფებიან ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ გასროლის ხმა გაიგეს.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა შეჩერებულია, სამართალდამცველებმა მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელთან კომუნიკაციის მცდელობა იყო, თუმცა მათი მოთხოვნების შესახებ ცნობილი არაა.
განახლება
შენობის დატოვება რამდენიმე მოქალაქემ შეძლო. ისინი ამბობენ, რომ სხვა სართულზე იყვნენ და შენობიდან გამოღწევა სახანძრო კიბის მეშვეობით შეძლეს.

ისინი მძევლების არსებობას ადასტურებენ, თუმცა რაოდენობას ვერ აზუსტებენ.


