სავარაუდო მძევლის დედა: „პოლიციამ მითხრა, „მოლაპარაკება მიდის, ნუ გეშინიათო“
21/10/2020 11:19:37 სამართალი
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მიმდებარე ტერინტორიაზე ამ დორისთვი მძევლად აყვანილი მოქალაქეების ახლობლები იმყოფებიან.
ერთ–ერთი სავარაუდო მძევლის დედა აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ მან ინფორმაია ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო.
„მე ინტერნეტიდან გავიგე. 12:00–საათისთვის ემს შვილთან დავრეკე მოსაკითხად, მაგრამ არ მპასუხობდა. არაფერი ვიცი, ჩემს შვილს ველოდები. პოლიციამ მითხრა, „მოლაპარაკება მიდის, ნუ გეშინიათო“. დიდი ფილიალია და ბევრი ადამიანი მუშაობს“,– განაცხადა სავარაუდო მძევლის დედამ.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, ერთი საათის წინ ზუგდიდის ცენტრში, ბანკის შენობაში სავარაუდოდ, ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან ადგილზე მყოფებს დაჩოქება მოსთხოვა, ერთ–ერთმა დასაქმებულმა კი განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა მოასწრო, თუმცა როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა რეაგირება ვერ მოახსწრეს.
საქართველოს ბანკის ფილიალი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. დანარჩენ სართულებზე მყოფმა მოქალაქეებმა შენობიდან გამოღწევა სახანძრო კიბის მეშვეობით შეძლეს. ისინი მძევლების არსებობას ადასტურებენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. შსს–ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.


