Accentnews.ge
შსს ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

21/10/2020 11:26:54 სამართალი

შსს ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს, თუმცა მასში მძევლების შესახებ არაა საუბარი.

შსს ჟურნალისტებს მოუწოდებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ.

„ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“,– ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ზუგდიდის ცენტრში, ბანკის შენობაში სავარაუდოდ, ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან ადგილზე მყოფებს დაჩოქება მოსთხოვა, ერთ–ერთმა დასაქმებულმა კი განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა მოასწრო, თუმცა როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა რეაგირება ვერ მოახსწრეს.

საქართველოს ბანკის ფილიალი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. დანარჩენ სართულებზე მყოფმა მოქალაქეებმა შენობიდან გამოღწევა სახანძრო კიბის მეშვეობით შეძლეს. ისინი მძევლების არსებობას ადასტურებენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. შსს–ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S