გიგი უგულავა: "მზად ვარ, მძევლები ჩავანაცვლო"

21-10-2020 15:33:23 ციტატა

"თუ გამტაცებელი გვისმენს, მინდა მოვუწოდო და შევთავაზო: რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შეთვაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ, ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა. თუ გვისმენს გამტაცებელი, ჯობია დეპუტატობის კანდიდატი იყოს [მძევალი]".

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ზუგდიდში მომხდარ სეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზუგდიდის ცენტრში, ბანკის შენობაში სავარაუდოდ, ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან ადგილზე მყოფებს დაჩოქება მოსთხოვა, ერთ–ერთმა დასაქმებულმა კი განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა მოასწრო.

საქართველოს ბანკის ფილიალი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. დანარჩენ სართულებზე მყოფმა მოქალაქეებმა შენობიდან გამოღწევა სახანძრო კიბის მეშვეობით შეძლეს. ისინი მძევლების არსებობას ადასტურებენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. შსს–ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები