Accentnews.ge
მძევლების ნაწილმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დატოვება შეძლო

მძევლების ნაწილმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დატოვება შეძლო

21/10/2020 11:48:36 სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა.

მძევლების ნაწილი სახანძრო ამწეს საშუალებით გამოიყვანეს, თუმცა დაახლოებით, სამი მძევალი პირველი სართულიდან გამოვიდა, მათ შორის არიან ბანკის თანამშრომლები. მათი ინდენტიფიცირება ჟურნალისტებმა სპეციალური ბეიჯის მეშვეობით შეძლეს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი პირი რჩება შენობაში.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აღნიშნული ფილიანი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S