Accentnews.ge
უგულავა თავდამსხმელის შესახებ მძევალზე დაყრდნობით საუბრობს

უგულავა თავდამსხმელის შესახებ მძევალზე დაყრდნობით საუბრობს

21/10/2020 12:03:58 სამართალი

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა ერთ–ერთ მძევალზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდამსხმელმა თავდასხმამზე ავტომანქანა სოფელ კოლხიდადან გაიტაცა. უგულავა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას გათავისუფლებულმა მძეალმა მიაწოდა, რომელიც მისი შტაბის წევრის ნათესავია.

„როგორც ირკვევა, კოლხიდაში ამ პირმა გაიტაცა მინივენი, რომელიც ახლა გადაკეტილ ტერიტორიასთან დგას, შენობაში შევარდა და მძევლად აიყვანა ხალხი. ერთ პირზეა საუბარი... თუ სოფელ კოლხიდაში მანქანის გატაცება მოხდა, ზუგდიდამდე მოსვლას 30 წუთამდე დასჭირდებოდა, ამიტომ, აქაც შეიძლებოდა პრევენია ... ისევ მძევლის ნაამბობს გეუბნებით, რომ თითქოს ერთი ადამიანია დაჭრილი, თუმცა ვერ დავადასტურებ.

მე მოტივზე ვერ ვისაუბრებ. მძევალმა ხაზგასმით თქვა, რომ მას ფული არ მოუთხოვია, მაგრამ არ ვიცით, რა არის მოთხოვნები“,– განაცხადა უგულავამ.

მან თავდამსხმელს მძევლად საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შესთავაზა.

უგულავა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მძევლად სამი პირი რჩება.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აღნიშნული ფილიანი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S