500 000$ – თავდამსხმელმა საკუთარი მოთხოვნები ეთერის საშუალებით გააჟღერა
21/10/2020 12:14:25 სამართალი
„ტვ პირველის“ ეთერში ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად მყოფი ირაკლი კვარაცხელია ჩაერთო და თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა. ეთერში გამოჩნდნენ მძევლები და თავად სამხედრო ფორმაში შემოსილი, ნიღბიანი და შეიარაღებული თავდამსხმელი. როგორც კადრიდან ირკვევა, მძევლად 10–ზე მეტი პირი რჩება.

„ადამიანი არის შეიარაღებული კბილებამდე, ხელში უჭირას ხელყუმბარა, რომელსაც დამცველი მოხსნილი აქვს. ამიტომ, ვითარების ყოველგვარი ძალადობრივი მოგვარება, ან მოგვარების მცდელობა გამოიწვევს მსხვერპლს. ეს ადამიანი ითხოვს 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს“,– განაცხადა მძევალმა.
მძევლების მიერ გადაღებული ფოტო



