მძევლად 18 ადამიანი რჩება
21/10/2020 13:07:27 სამართალი
„ტვ პირველის“ ეთერში თავდამსხმელის ნებართვით კიდევ ერთხელ ჩაერთო მძევალი ირაკლი კვარაცხელია და მისგან, გარდა თავდამსხმელის მოთხოვნებისა, რომლის შესახებაც ცნობილი იყო, რამდენიმე ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. კერძოდ, ამ დროისთვის მძევლად 18 ადამიანი რჩება, დანარჩენებს კი, რომლებიც შეუძლოდ გახდნენ, შენობის დატოვების უფლება მისცეს.
ამასთან, კვარაცხელიას ცნობით, თავდამსხმელსა და პოლიციას შორის კონტაქტი დაახლოებით, ორი საათის წინ შედგა და ამ კონტაქტის დროს სამართალდამცველებს თავდამსხმელმა საკუთარი მოთხოვნები გააცნო.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით,14:00 საათისთვის შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აღნიშნული ფილიანი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. ზედა სართულზე მყოფი მოქალაქეებმა შენობის დატოვება შეძლეს.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.


