Accentnews.ge
ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მამამისს „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოსთხოვეს

ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მამამისს „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოსთხოვეს

21/10/2020 13:29:23 სამართალი

„ტვ პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ მამამისს, ბიზნესმენ ავთო წერეთელს მოკვლით დაემუქრნენ.

"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დროზე !!!!!!!!!!!",.- დაწერა წერეთელმა ფეისბუქზე.

მოგვიანებით ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ ინციდენტი დაახლოებით, ერთი საათის წინ ლისის ტბაზე მოხდა და სამართალდამცველებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

მისივე თქმით, უცნობმა პირებმა მამამისისგან „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოითხოვეს.

ვატო წერეთელი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეეშვან მისი ოჯახის დევნას.

ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესაძლო მუქარას "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" გამოეხმაურა და სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება.

"სოციალურ მედიაში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით და თავად ავთანდილ წერეთლის განცხადებით, მას სპორტული აღნაგობის ორი პირი დახვდა ღია საჯარო სივრცეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მისი შვილის კუთვნილი ტელეარხი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის: ბიზნესმენი ავთო წერეთელი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეში ფიგურირებს ფულის გათეთრების შესახებ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.

ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

წერეთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

2020 წლის თებერვალში ავთო წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მკურნალობა დასჭირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S