შსს ლაივ–სიგნალის გათიშვას მოითხოვს
21/10/2020 13:56:18 სამართალი
შსს ტელეკომპანიებსა და ოპერატორებს ლაივ–სიგნალის გათიშვისკენ კატეგორიულად მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიიის ხელმძღვანელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, სატელევიზიო ეთერში თავდამსხმელის ართვით საფრთხის ქვეშ დგება საპოლიციო ღონისძიება და მძევლების უსაფრთხოება, შსს კი მძევლად აყვანილი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის ყველაფერს აკეთებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა დროულად მოხდეს მძევლების გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედისასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცველების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტურობას.
ამიტომ, ყველა მედიისგან, ოპერატორებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, მძევლების, სამართალდამცველების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დავის, საპოლიციო ღონისძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივ–სიგნალის გათიშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, კანონით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა აღნიშნულის უზრუნველყოფა მოხდეს“,– განაცხადა ჭელიძემ.
აღნიშნულთა დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში უკმაყოფილება გამოთქვა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.
„სატელეფონო სიგნალის გათიშვა ჩვენთვის ძალიან ცუდ რამეს მოასწავებს. პირდაპირი საფრთხის ქვეშ ვდგებით. თუ მოთხოვნები არ შესრულდება და მძევლებთან ერთად რაიმე ოპერაციაზე იქნება საუბარი, გამოიიწვევს უნდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს. სჯობს, ეს ადამიანები გაიყვანონ უსაფრთხო ადგილას და მერე რა უნდათ, ის აკეთონ“,– განაცხადა მძევალმა.


