Accentnews.ge
ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ

ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ

21/10/2020 14:15:45 საზოგადოება

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას.

„მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება“, – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქარტიის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით:

არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს;

არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს;

არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო დადგეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მედიასაშუალებებს გათიშონ, ან შეზღუდონ ლაივ–სიგნალი. უწყების თქმით, დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების ეფექტიანობას.

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S