შსს – ზუგდიდში თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა (ვიდეო)
21/10/2020 15:49:56 სამართალი
ზუგდიდში თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი 19 პირიდან 2 გაათავისუფლა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებიდან ირკვევა.
როგორც მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, გათავისუფლებულია 2 მძევალი. თუმცა ბორცვაძეს არ დაუკონკრეტებია რამდენი მძევალი რჩება ამ დროისთვის "საქართველოს ბანკის" შენობაში.
მისი თქმით, დანარჩენი მძევლების გასათავისუფლებლად პოლიცია მუშაობას აგრძელებს.
შსს ზუგდიდში ორი მძევლის გათავისუფლების ვიდეოს ავრცელებს:
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მედიასაშუალებებს გათიშონ, ან შეზღუდონ ლაივ–სიგნალი. უწყების თქმით, დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების ეფექტიანობას.
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, მან მძევალთა ნაწილი გაათავისუფლა და როგორც 18:30 საათისთვის გახდა ცნობილი, შენობაში 19 მძევალი რჩებოდა. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვს.


