Accentnews.ge
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა

21/10/2020 15:38:13 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. როგორც პარტიის წარმომადფენელმა ნიკა მელიამ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ქალაქში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის ფაქტია.

"ზუგდიდში დაგეგმილი იყო ფართომასშტაბიანი, მრავალათასიანი კამპანიური შეხვედრა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბუნებრივია მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ჩავატაროთ ჩვენ აღნიშნული აქცია, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი უკვე არის მობილიზებული მიმდებარე ტერიტორიასთან. ჩვენ ვაუქმებთ დღევანდელ შეკრებას და მშვიდობიან საათებს, წუთებს ვუსურვებთ, განსაკუთრებით ზუგდიდელებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მძევალს, ყველა მძევალის ოჯახის წევრს", - აცხადებს მელია.

ზუგდიდში დღეს გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას აპირებდა, შეხვედრა ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო.

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვს. როგროც ტელეკომპანია "პირველი" იუწყება, ცოტა ხნის წინ თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი 19 პირიდან ერთ–ერთი გაათავისუფლა. დანარჩენი 18 მძევლის გასათავისუფლებლად პოლიცია მუშაობას აგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S