
დმანისში, „ოცნების“ ოფისთან სროლა იყო – არიან დაშავებულები
21/10/2020 16:49:11 საშინაო პოლიტიკა, სამართალი
დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის პრესსამსახურის წარმომადგენელი ფერიდე ტვილდიანი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ოფისთან მისთვის ჯერ–ჯერობით უცნობი ადამიანები მივიდნენ, რა დროსაც მათსა და შტაბში მყოფ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რის შედეგადაც არიან დაშავებულები. ადგილზე –პოლიცია მუშაობს.
როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.