Accentnews.ge
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობიდან ერთი მძევალი გათავისუფლდა

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობიდან ერთი მძევალი გათავისუფლდა

21/10/2020 17:38:16 სამართალი

შსს–ს ცნობით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობიდან ერთი მძევალი გათავისუფლდა.

რამდენიმე საათის წინ შენობა კიდევ ორმა მძევალმა დატოვა.

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევალთა ნაწილი გაათავისუფლა. რამდენი მძევალი რჩება შენობაში ამ დროისთვის უცნობია. როგორც შსს–ში აცხადებენ, მათ გასათავისუფლებლად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S