შსს ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21/10/2020 20:58:48 სამართალი
შსს ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.
ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები", – აცხადებენ შსს–ში.
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვდა. ამ წუთის მდგომარეობით, თავდამსმხელი სამ მძევალთან ერთად პოლიციის მანქანით დაუდგენელი მიმართულებით გადაადგილდება. ერთ-ერთი ვერსიით, იგი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავს.


