
სომხეთში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
22/10/2020 07:17:40 კავკასია
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 306 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა.
22 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია ინფიცირების 70 836 შემთხვევა, მათგან 1 131 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 50 ათასამდე პირი განიკურნა.
ამჟამად სომხეთში კორონავირუსული ინფექიის 20 ათასამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.