
"შს სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა"
22/10/2020 07:36:42 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "შს სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა".
"მეგობრებო, მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო. მადლობა ღმერთს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია!", – წერს ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.