"ქვეყანაში ერთადერთი უსაფრთხო ადგილი სოლოლაკში შუშის სასახლეა"

22-10-2020 11:35:27 ციტატა

"ღარიბაშვილს ხომ არ უთქვამს ატამი და მანდარინი რა ღირს, ან ის ბოთე გომელაური ხომ არ გამოჩენილა, ბაღი მაქვს დასაბარი. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ გვაქვს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ის ფული რაც იმ კაცს გადაუხადეს, ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან გაიცა".

ასე შეაფასა "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა ზუგდიდში შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანა.

ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, ისინი ნახევარი მინიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა და მიიმალა. სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები