ვინ აიყვანა ზუგდიდში მძევლები – სამხედროს ანალიზი

22-10-2020 12:44:21 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

ემიგრაციაში მყოფი ყოფილი სამხედრო დავით ნემსაძე ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის განმახორციელებლის ქცევებისა და აღჭურვლობის დეტალურ ანალიზს ახდენს და ასკვნის, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული ვეტერანი სამხედროა. ამასთან, ნემსაძე აღნიშნავს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში 2000 ასეთი სამხედრო დარჩა სამსახურის გარეშე.

„აქენტი“ ჯარისკაცის ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:

„გულისტკივილით ვადევნებ თვალს ,,ზუგდიდურ ძარცვას ეს უფრო მეტია ვიდრე ახირებული ტიპის მიერ ბანკში ჰოლიუდური სცენარით შეჭრა.

როგორც არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

  • საქმე გვაქვს კარგად მომზადებულ ყოფილ სამხედრო პირთან. მისი მოძრაობის (გადაადგილების), იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით იგი ავლენს სამხედრო პირისთვის დამახასიათელ უნარ-ჩვევებს.
  • რაც შეეხება სამხედრო ფორმას რომელიც მას ეცვა აშკარაა, რომ ესაა საველე პირობებში უკვე ექსპლუატირებული ე.წ. მულტიგამის ტიპის დაფოთვლის უნიფორმა, რომელსაც დღეს ქართული არმია მოიხმარს.
  • პირს სამხედრო ბატინკი ეცვა ერაყში "ქვიშის ქარიშხალის ოპერაციის დროს გამოყენებული მოდელი, თასმები შეკრული ჰქონდა სპეციფიური ხვეულით, რომელ ხვეულსაც (სკვნილს) ქვეით ჯარებში იყენებენ.
  • განტვირთვის ჟილეტის მარჯვენა მხარეს ეკიდა ე.წ. სამაგრი (კარაბინი) სამხედრო წესზე იარაღის საჭიროებისამებრ დასამაგრებლად.
  • პირს კარგად ჰქონდა შეგნებული რაზეც წავიდა,შეიარაღებული იყო რუსული წარმოების კალაშნიკოვის АК-74 ტიპის ავტომატური იარაღით. ეკეთა 70 -იან წლებში გამოშვებული მჭიდი. პირს განტვირთვის ჟილეტში ასევე მოთავსებული ჰქონდა დამატებითი საბრძოლო მასალა. დაახლოებით ოთხი მჭიდი.
  • ხელში ეჭირა რუსული წარმოების Ф-1 თავდაცვითი ხასიათის ხელყუმბარა, რომელიც გამოიყენება ბარიერიდან ტყორცნით და 200 მეტრში გამოირჩევა ეფექტური დაზიანებით.
  • პირს ხელყუმბარაზე მოხსნილი ჰქონდა მცველი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ სნაიპერი მოახდენდა მის მყისიერ ლიკვიდაციას ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა. დახურულ სივრცეში ხელყუმბარის აფეთქების ეფექტურობა ორმაგდება. არც ერთ იქ მყოფ პირს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ექნებოდა თუ ვინმე საკუთარი სხეულით არ დაფარავდა საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილ ხელყუმბარას.
  • შენობის დატოვების დროს პირმა ხელყუმბარა აწია ზემოთ რათა სავარაუდო ლიკვიდაციის შემთხვევაში ყუმბარის დაცემის ტრაექტორია გამოთვლადი არ ყოფილიყო სნაიპერისთვის – ასეთ გათვლებს უცოდინარი პირი ვერ გააკეთებს.
  • სამხედრო ფორმაზე, რომელიც ეცვა, იყო ქართული დროშა, ახეული იყო მხოლოდ ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშნები.
  • პირი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა მას ჰქონდა ბრწყინვალე გამოცდილება კონტრ ტერორისტული ოპერაციების და ეს გამოცდილება ტერორისტული მიზნით გამოიყენა, წაიღო ზუსტად იმდენი ფული რამდენის ზიდვასაც შეძლებდა – ნახევარი მილიონი დოლარი რომელიც ერთ ზურგჩანთაში მოთავსდა.
  • პირმა გაათავისუფლა ყველა შეუძლოდ მყოფი მძევალი და ორსული ქალი, მან ზუსტად იცოდა ტყვეების რა ექვივალენტური რაოდენობით მიაღწევდა სასურველ შედეგს, თუ როგორი იქნებოდა ძალოვანთა ოპერატიული რიაქცია.

ვინც ამხელას გაბედავს მას იმის იქეთაც ხილული აქვს მისი ბედის გზები...

ოკუპირებული ზონები ზუგდიდიდან არც ისე შორია.

ტერორიზმი ცალსახა დანაშაულია, მაგრამ ეს უფრო ძარცვა იყო, ვიდრე ტერორიზმი.

ისე როცა სამხედროს ასეთ სპეციფიურ ცოდნას აძლევ, პარალელურად კი სახელმწიფოებრივ იდეას ართმევ, შენ მას უბრალოდ პროფესიონალ მკვლელად ზრდი.

.....

ქართულ ოცნებას ასეთი 2000 ვეტერანი ჰყავს გაყრილი მათი გამგდები ერთი ნა***ი ვალოდია ჩაჩიბაია კი 49 ნომრად უწერიათ მომავალ საპარლამენტო სიაში.

თქვენ ნახეთ რა გააკეთა ერთმა კარგად მომზადებულმა სამხედრომ და რას გააკეთებს 1999 სამსახურიდან დამამცირებლად გაგდებული გამოყენებული მეომარი თუ მათაც ასეთი სიმწრის ტკივილი კრიმინალში გადაუვა.

ზოგადად ბანკები და მათი ნამოქმედარი ბანდიტიზმი განსჯის სხვა თემაა, მაგრამ რა ეშველება საზოგადოებას რომლის ხელისუფლებაც ამ მძარცველზე ბევრად დიდი ავაზაკია? - ნათქვამია დავით ნემსაძის facebook–ზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები