ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს
22/10/2020 09:34:19 სამართალი
ქობულეთში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს,– იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
წინასწარი ინფორმაციით, გატაცებულია 75 000 ლარი.
განახლება
როგორც "აქცენტს" "საქართველოს ბანკში" განუცხადეს, ინკასაციის მანქანა საქართველოს ბანკს არ ეკუთვნის. წინასწარი ინფორმაციით, ის კომპანია DDG-ს კუთვნილებაშია.


