
ალიევი: „სომხეთს დახმარებას უწევენ: გზავნიან მებრძოლებს და დიდი რაოდენობით იარაღს“
22/10/2020 11:02:13 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საზღვარგარეთიდან სომხეთს დახმარებას უწევენ: აგზავნიან მებრძოლებს და გზავნიან დიდი რაოდენობით იარაღს. ამის შესახებ "ტრენდის" ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქეთის მთავარ ომბუდსმენთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ამასთან მან ერევანი მეჩეთებისა და კულტურული ძეგლების განადგურებაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს მკვეთრად გამწვავდა და საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მხარეები რუსეთში ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმებიდან მალევე მხარეებმა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.