Fitch საქართველოს სუვერენული რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორებს შორის მთავარ მიზეზად გარზდილ საგარეო ვალს ასახელებს

22-10-2020 16:00:31 ეკონომიკა

სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოს სუვერენული რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორებს შორის მთავარ მიზეზად საგარეო ვალს ასახელებს.

"საქართველოს შესაძლებლობები სრულად დააკმაყოფილონ 2020 წლის დაფინანსების საჭიროებები, ოფიციალურ კრედიტორთა მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე მიუთითებს. ამ მოზიდულმა სახსრებმა შეამცირა რეფინანსირების რისკი და დაეხმარა გარე ბუფერების შენარჩუნებაში, მაგრამ გაზრდილი საგარეო ვალი კვლავ სუვერენული რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორად რჩება", – ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

როგორც Fitch აღნიშნავს, "საქართველოს მიერ მოზიდული სახსრები მშპ-ს 7.8%-ს უტოლდება. ეს თანხა აღემატება 2020 წლის საჭიროებას, რაც რეზერვის შექმნის შესაძლებლობას იძლევა". მისივე ცნობით, აღნიშნული რეზერვით ქვეყანა, ევროობლიგაციების დაფარვის ნაცვლად, მის რეფინანსირების განიხილავს. 500 მლნ ევროს მოცულობის ობლიგაციების დაფარვა ქვეყანას 2021 წლის გაზაფხულზე უწევს. ობლიგაციების გასტუმრება ქვეყნის მთლიან საგარეო ვალს 2.8%-ით შეამცირებს, დეფიციტს კი 2023 წლისთვის მშპ-ს 3%-მდე.

გარდა ამისა, Fitch ერთ–ერთ შესაძლო შემზღუდავ ფაქტორად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც ასახელებს.

"31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა შეიძლება, გაზარდოს პოლიტიკის გაურკვევლობა", – ნათქვამია ანგარიშში. Fitch მოუწოდებს საქართველოს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და პროგნოზებს უკვე არჩევნების დასრულებისას გადახედოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები