
"მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება"
22/10/2020 12:38:43 საშინაო პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "სჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება".
"უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი სჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას და მით უმეტეს, მძევლების ჩანაცვლებას საკუთარი თავით!
ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს პოლიციას!
არც ვახო გომელაურის, არც ავთო გალდავას და არც ძალიან ბევრი პოლიციელის, რომლებიც ასეთივე ჟინით ემსახურებიან ქვეყანას,
პროფესიონალიზმში და ვაჟკაცობაში არასდროს, არც ერთი წამით შემპარვია ეჭვი! მადლობა! პოლიციელი გმირია!
მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება!", – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.