სებ–ის მიერ 40 000 000 აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა

22-10-2020 16:50:11 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2181 ლარი ეღირება, ევრო – 3.8086 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2189 ლარი, თურქული ლირის – 0.4128 ლარი.

22 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.2274 ლარი იყო, ევრო – 3.8267 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2247 ლარი, თურქული ლირის – 0.4116 ლარი.

ცნობისთვის: 22 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-17 სავალუტო ინტერვენციაა.

სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 569 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები