გომელაური განმარტავს, ვისი თანხა გადასცეს მძარცველს
22/10/2020 13:56:37 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ გამტაცებელს გადასცეს, ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა.
ჟურნალისტმა შს მინისტრს ჰკითხა, დამნაშავისთვის გადაცემული თანხა იყო ბიუჯეტიდან, თუ ეკუთვნოდა „საქართველოს ბანკს“. კითხვას ვახტანგ გომელაურმა ასე უპასუხა: „ასე ძალიან გაინტერესებთ? ბიუჯეტის ფული ნამდვილად არ არის. "საქართველოს ბანკის" თანხაა, ეს ასე ხდება მსოფლიოში. როცა ბანკში შედიან და ითხოვენ თანხას... საქართველოს ბანკში შევიდნენ და "თიბისი ხომ არ გადაიხდიდა?“.
ცნობისთვის: გუშინ „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 ათასი დოლარი მოითხოვა. ამჟამად ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო დამნაშავე მიმალული.


