Accentnews.ge
"დავით ხვიბლიანი ერთ-ერთი მძევალი იყო"

"დავით ხვიბლიანი ერთ-ერთი მძევალი იყო"

22/10/2020 14:09:34 სამართალი

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დავით ხვიბლიანი ერთ-ერთი მძევალი იყო. მანამდე მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა ამ სახელისა და გვარის ადამიანი თავდამსხმელის თანამზრახველი.

კითხვაზე, ყავდა თუ არა თავდამსხმელს სხვა თანამზრახველი, გომელაური პასუხობს, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს:

"შეიძლება, რომ 10 ადამიანი იყო თანამზრახველი. ვერავინ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიდის. არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები".

ზუგდიდში, "საქარტელოს ბანკზე" თავდასხმიდან მეორე დღეს, მედიაში გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, ზოგიერთის თანახმად, დავით ხვიბლიანი თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.

ცნობისთვის: გუშინ „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 ათასი დოლარი მოითხოვა. ამჟამად ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო დამნაშავე მიმალული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S