Accentnews.ge
გომალეური ზუგდიდსა და ქობულეთში განხორციელებულ თავდასხმებს შორის განსხვავებას განმარტავს

გომალეური ზუგდიდსა და ქობულეთში განხორციელებულ თავდასხმებს შორის განსხვავებას განმარტავს

22/10/2020 15:21:28 სამართალი

ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი ფაქტისგან, ეს იყო ჩვეულებრივი ძარცვა, რაც აქამდეც ხდებოდა და ხდება ახლაც. ბანკი არ იყო, ქობულეთში ძარცვა მოხდა გარეთ, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია კრიმინალული შემთხვევების მატებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და რომ მსგავსი კრიმინალური ფაქტი დღეს ქობულეთშიც დაფიქსირდა.

„ეს იყო ჩვეულებრივი ძარცვა, რაც აქამდეც ხდებოდა და ხდება ახლაც. ძალიან ბევრი ქეისია ასეთი. ასეთი უჩვეულო თემა არ არის. ბანკი არ იყო, ქობულეთში ძარცვა მოხდა გარეთ, გამოსტაცა ხელიდან და გაიქცა ადამიანი – ეს არ არის ბანკში შევარდნა, მძევლების აყვანა და ასე შემდეგ. ეს სულ სხვადასხვა რამ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, როდესაც მძევალია აყვანილია, ოპერაციას აქვს წესები და სტანდარტი, რომელიც საქართველოს მოგონილი არ არის.

„ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ექსპერტი გამოდის და ამბობს: ეს ასე არ შეიძლება. მძევალი, როდესაც აყვანილია, მას აქვს წესები, ესაა მსოფლიო დადგენილი წესები, სტანდარტი, ეს არც საქართველოსი და არც ვახტანგ გომელაურის მოგონილია. ესაა მსოფლიო სტანდარტი, კეთდება „A“, „B“, „C“ ოპერაცია, ვთქვათ - დაწყება, შესვლა, არ შესვლა, ჩვეულებრივია და ჩვენც ამ გეგმით ვიმოქმედეთ. ახალი არ მოუგონია არც გომელაურს, არც სამხარაულის უფროსს", - განაცხადა გომელაურმა.

ქობულეთში ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორი დღეს გაძარცვეს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, მძარცველი კი ფულთან ერთადაა მიმალული და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია, მოახდინეს თუ არა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S