Accentnews.ge
ქართული სახელმწიფო მოქალაქეს, რომელიც მის წინააღმდეგ სტრასბურგში ჩიოდა, 10 000 ევროს გადაუხდის და დევნას შეწყვეტს

ქართული სახელმწიფო მოქალაქეს, რომელიც მის წინააღმდეგ სტრასბურგში ჩიოდა, 10 000 ევროს გადაუხდის და დევნას შეწყვეტს

22/10/2020 18:54:11 სამართალი

საქართველოს სახელმწიფო მოქალაქე უჩა ილაშვილს, რომელის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავობდა, მოურიგდა,– იუწყება ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოს“. მოსარჩელის ინტერესებს იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავდა.

ორგანიზაციის ცნობით, საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 23 მარტს გურჯაანის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დაკავებული პირის ცემის არაეფექტიან გამოძიებას და კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ფაქტს:

„უჩა ილაშვილის მიმართ საქართველოში დღემდე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მეგობრული შეთანხმებით დასრულდა. მორიგების პირობების შესაბამისად, ბრალდების მხრიდან ილაშვილის მიმართ გამოყენებული იქნება განრიდება და შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე, განმცხადებელი მიიღებს მატერიალური და მორალური ზიანის ფინანსურ ანაზღაურებას 10 000 ევროს ოდენობით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S