მთავარი არხი გამტაცებლისა და სამხარეოს უფროსის სავარაუდო ჩანაწერს ავრცელებს
22/10/2020 20:39:07 სამართალი
ტელეკომპანია "მთავარმი არხი" ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, მათი მტკიცებით, სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავასა და გამტაცებელს დიალოგი ისმის.
გამტაცებელი: არავინ არ დაშავდება აქ და თუ დაშავდება ვინმე, იქნება თქვენი ბრალი.
გალდავა: გავიგეთ, რომ არ დაშავდება და იქნება ჩვენი ბრალი. არანაირი ზედმეტი მოქმედება არ იქნება. რამდენი კაცი მიგყავს?
გამტაცებელი: 5 კაცი ვიქნებით შენიანად.
გალდავა: 4 წავიდეთ.
გამტაცებელი: არა.
გალდავა: გთხოვ. 5 კაცი რაღაში გინდა, გამაგებინე, ადამიანო.
გამტაცებელი: რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი.
გალდავა: გავიგეთ, ძმაო, მაგრამ ის 3 კაცი, რა, ცოტანი ვართ, დედას გაფიცებ? გეხვეწები, გთხოვ კაცურად, კაცი ხო ხარ?
გამტაცებელი: ბევრს საუბრობ.
გალდავა: გთხოვ.
გამტაცებელი: გასაგებია, მაგრამ ხომ ვუშვებ სხვას.
გალდავა: კი, უშვებ, მაგრამ ფიზიკურად ხო ვერ წაიყვან ამათ ისედაც. გეხვეწები, 3 კაცი წავიდეთ.
გამტაცებელი: დამშვიდდი!
გალდავა: გეხვეწები.
გამტაცებელი: დამშვიდდი-მეთქი!
გალდავა: კაი, მშვიდად ვარ. მართლა მეგობრულად გთხოვ.
გამტაცებელი: გასაგებია, მაგრამ დამშვიდდი! არ მინდა შენი აზრები, შენთვის შეინახე!
გალადავა: აზრებს არ გაწვდი, გთხოვ-მეთქი.
ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხო დერეფანი მოითხოვა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელიც და გატაცებულია თანხა. გომელაურმა დღეს დააზუსტა, რომ მძარცველს „საქართველოს ბანკის“ ფული მიუტანეს.


