“გასაგებად უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში გაიგზავნება საჭირო ძალები და საშუალებები”

23-10-2020 00:58:06 კავკასია

“რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ წამყვანი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში”, - ამის შესახებ НСН-თან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ “არ იცის, ზუსტად რა ფორმით უნდა მოხდეს ეს”:

«სომხეთის სამხედრო პოტენციალის დემონსტრაციული ზრდის ფორმით. ОДКБ-სადმი მიმართვის ფორმით სომხური – არა ყარაბაღული, არამედ სომხური ტერიტორიის სადესანტო ოპერაციის გზით დასაცავად საჭირო ზომების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. საჰაერო ბლოკადის გარღვევის გზით. თუ საჭირო გახდება, გასაგებად უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მან მშვიდად უნდა აღიქვას, რომ მისი საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში გაიგზავნება საჭირო ძალები და საშუალებები. ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა, რადგან საუბარია კავკასიაში ბოევიკების გავრცელებაზე, რაც როგორც რუსეთს, ისე საქართველოს და ყველა დანარჩენს დააზარალებს. იქმნება საფრთხე სომხური მოსახლეობის დიდი მასისთვის, რომელსაც ისტორიულად ახსოვს გენოციდი ამ რაიონში. ჩვენ ზომები უნდა მივიღოთ».

დეპუტატის აზრით, “დროა, რუსეთის ხელისუფლება ჩამოყალიბდეს საკუთარ პოზიციაზე ამ კონფლიქტში”.

«რუსეთში უნდა გაითავისონ, რომ საუბარია არა მარტო მთიან ყარაბაღში სომხებთან ბრძოლაზე. საუბარია ამიერკავკასიაში ახალი სამყაროს ჩამოყალიბებაზე – სამყაროსი, რომელშიც ყველას ბედს თურქეთი წყვეტს, რომელშიც ჩვენ მიგვითითებენ, რა არის ცუდი, რა - კარგი», – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები