Accentnews.ge
აღმაშენებლის ხეივანზე ხანძარი იყო

აღმაშენებლის ხეივანზე ხანძარი იყო

23/10/2020 05:48:40 სამართალი

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, გვირილების ქუჩაზე მდებარე სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი სამრეცხაო-ქიმწმენდის ​სახურავს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დამწვარია დაახლოებით 150 კვადრატული ფართი. ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S