Accentnews.ge
ომბუდსმენი: "აქციაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსი ვალდებული იყო, თავიდან აეცილებინა პოლიციასთან შეტაკება"

ომბუდსმენი: "აქციაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსი ვალდებული იყო, თავიდან აეცილებინა პოლიციასთან შეტაკება"

26/06/2019 09:23:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

“20 ივნისის საღამოს, ყველა იქ მყოფი პოლიტიკოსის ვალდებულება იყო, რომ მაქსიმუმი გაეკეთებინათ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიციასთან შეტაკება, რაც ადამიანების დაშავებას აუცილებლად გამოიწვევდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ ვეცდებით საქმის[ნიკა მელიას საქმე] მასალებს გავეცნოთ. ასევე, ნიკა მელიას ალბათ ადვოკატი ეყოლება და მასაც მოვუწოდებ, რომ ყველა ის ინფორმაცია მოგვაწოდოს რასაც მას პროკურატურა გადასცემს. მასალებს შევისწავლით და აღნიშნულ საქმეს მონიტორინგს გავუწევთ. იმიტომ, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა უნდა ვნახო იმისთვის, რომ დავადგინოთ ის მუხლი და განზრახვა თუ ჯგუფურია თანამზრახველები უნდა ინახოს. მასალებს და მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ და შემდეგ ვიტყვი რამდენად არის საკმარისი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S